აღწერა
შპს ოქტაგონ ჯგუფის ერთ- ერთი დასრულებული პროექტია Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა-ის ახალი სასტუმრო კომპლექსის მწვანე გადახურვა, რომელიც კახეთის რეგიონში მდებარეობს. აღნიშნული პროექტი შპს ოქტაგონ ჯგუფის მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან შენობის სახურავზე დაინსტალირებულია მზის პანელები. მწვანე გადახურვის უპირატესობაა ეკოლოგიური და ესთეტიური გარემოს შექმნა, რომელიც მოიცავს გაუმჯობესებულ თბოიზოლაციას , ენერგიის მოხმარების შემცირებას და ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესებას. დამატებით მზის პანელების ინსტალაცია კი ხელს უწყობს ენერგიის მდგრად გამომუშავებას.
პროექტის წარმატებით შესრულებაში დიდი როლი ითამაშა Elevate EMEA Rubbergard EPDM გეომემბრანის გამოყენებამ. EPDM გეომემბრანა საუკეთესო არჩევანია გადახურვისთვის მასალის გამძლეობის და ატმოსფერული ფაქტორებისადმი მედეგობის გამო. მისი გამოყენება მწვანე გადახურვასთან ერთად ქმნის ეკო-მეგობრულ და ენერგო-ეფექტურ სისტემას.
მსგავსი პროექტების განხორციელებას სარგებლობა მოაქვს არა მხოლოდ გარემოსთვის , არამედ მიუთითებს რეგიონში მდგრადი განვითარების პოტენციალის არსებობას.
სხვა პროექტები
კიკეთის ფერმა • Kiketi Farm-ის მწვანე გადახურვა
შატო მეფის ქალაქი • Chateau Mephis Kalaki-ის მწვანე გადახურვა
Bioli Wellness Resort-ის მწვანე გადახურვა
Dialog Kokhta-ს გადახურვა